რუსეთში, ქალაქ კოსტრომას კაფე "პოლიგონში" ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
როგორც რუსული გამოცემები წერენ, ხანძარი დაახლოებით ღამის სამი საათისთვის დაიწყო. ამ დროს კაფეში ხალხის დიდი რაოდენობა იყო; 250 პირის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის დროს 3,5 ათას კვადრატულ მეტრზე სახურავი ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკის გამოყენება გახდა - ერთ-ერთმა სტუმარმა ე.წ. რაკეტნიცა გამოიყენა.